თბილისის საქალაქო სასამართლო, დღეს, 15:00 საათზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიში“ აცხადებენ სარჩელში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პრობლემაზე დავობენ. სასამართლო დავის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მიზნად ისახავენ: გარდაცვლილი შვილის ღირსების დაცვას.