სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი დააკავა და ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებზე, სალიცენზიო პირობების დარღვევით და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მონაკვეთის ფარგლებს გარეთ, ზემოაღნიშნულმა პირებმა მოიპოვეს 255 134 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რის შედეგადაც გარემოს მიაყენეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი. გამოძიება ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.