სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ აქცია სახელწოდებით "არა ჩადებას" გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და იმ შემთხვევაში თუკი .ე.წ. ჩადებები გაგრძელდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მათივე განცხადებით, აქციები დედაქალაქის გარდა, ქვეყნის სხვადასხვა რაიონებშიც გაიმართება. აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობის აკრძალვის თაობაზე პარლამენტს ინიციატივებით მიმართავს. მათი თქმით, შესაბამისი კონსულტაციები პარლამენტში შემავალ სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან ხვალიდან დაიწყება.