სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსი და „ტყის ძმების“ მეთაურისდაცვის ყოფილი უფროსია. ზუგდიდში, სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე დაკავებულის მეუღლე ხათუნა ფიფია შევიდა. შენობაში შესვლამდე, ჟურნალისტების კითხვაზე - არის თუ არა მისი მეუღლე დაკავებული, მან უპასუხა, რომ არაფერი არ იცის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. აღნიშნული დაკავება უკავშრდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტს.