ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ორ ნაწილად აიღო 2 000 ლარი.
ამასთან, საგამოძიებო უწყება ქრთამის არების ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს. კომენტარი დაკავებასთან დაკავშირებით ადვოკატმაც გააკეთა, მისი თქმით ტარიელ თურმანიძე ბათუმში საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს.