უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა. გეგიძე სუს-ში დღეს, 11:00 საათზე იყო დაბარებული.
"როცა უწყება ჩამაბარეს, მაშინვე ვუთხარი, რომ 19 აგვისტოს, 11:00 საათზე მისვლას ვერ მოვახერხებდი. მიზეზებს ვიტყვი დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე", - განუცხადა გეგიძემ "პალიტრანიუსს".
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით უწყებაში იყო დაბარებული, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს.
„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა