სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს მოკლებულია.
როგორც სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს აქუციონში გამარჯვების სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ფაქტზე გამოძიება სწორედ უცხოელი ბიზნესმენის ჩვენების საფუძველზე დაიწყო. მან განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე მსჯავრდებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ციხიდან მიმართავს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილი თანამდებობის პირი მის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენზე საუბრობს და სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.
"ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მას "სასიკვდილო განაჩენი" – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - ცრუ ჩვენების საფუძველზე გამოუტანეს.