სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.
სუს-ის ინფორმაციით ინვესტორმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.