სუს-ი უარყოფს, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი მოიკლა - Palitra News

სუს-ი უარყოფს, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი მოიკლა

2019-10-23 14:02:23+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს იმ სპეცრაზმელის თვითმკვლელობის ფაქტს, რომელმაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ავრცლებს.

"აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ", - განუცხადეს პალიტრანიუსს სუს-ში.

სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, პანკისში 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.