სუს-ი - ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის დანაშაულებრივი არსი - Palitra News

სუს-ი - ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის დანაშაულებრივი არსი

2021-04-07 12:59:38+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ შამგონასა და სოფელ ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს. სამივე მათგანი ენგურის გადმოკვეთის პროცესში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში.