10:29
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სუს-ი - ე.წ. მესაზღვრეების მიერ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია
05-02-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) სოფელ ნიქოზის განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
როგორც "პალიტრანიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ე.წ. მესაზღვრეების მიერ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამა დავით დურგლიშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში აცხადებენ, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

AutoPlay
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
ნიკოლ ფაშინიანი - მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში სომხეთს ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
პოლიციამ პარიზში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ხვალიდან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა იწყება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ამირან გამყრელიძე საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევას გამორიცხავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები