პანკისის ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან აუდიოჩანაწერის გავრცელება არასწორია და ეს პროცესი მიზანმიმართულია,. მისი შეფასებით, უსაფრთხოების სამსახური ამით დიდი შეცდომას უშვებს. მისივე თქმით, ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით ცდილობს პანკისის ხეობის მკვიდრთა ანტისახელმწიფოებრივად წარმოჩენას და დისკრედიტაციას.