19:48
16 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სუს-ი ჩორჩანასთან ოკუპანტების მიერ ახალი ნიშნულების გაკეთების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება
30-05-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, ოკუპანტების მიერ ახალ ნიშნულების გაკეთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე რეაგირება ხორციელდება“.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ. ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები.

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები”, -განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში .

AutoPlay
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას ოფიციალურ ცერემონიაზე პატივი მიაგეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დავით კირკიტაძე რუსთავში მცხოვრები 250 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადცემას ეხმაურება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები