აჭარის სანაპიროზე წელს პირველად მაშველი გოგონები დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის - წყალზე სამაშველო ბაზასთან მაშველ გოგონებს ინსტრუქტორმა წვრთვნები უკვე ჩაუტარა. უწყების ინფორმაციით, წელს აჭარის სანაპიროზე 20 -მდე გოგონა მაშველი იქნება, ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია ვიდრე გასულ წელს. 15 ივნისს აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამ დღეს წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.