პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვებისა და სურსათის სავაჭრო ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.
შესაბამისი განცხადება ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რათა განისაზღროს ახალი გეგმები.