ბიზნეს სექტორი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. სურსათის ეტიკეტირების მოქმედ წესში ცვლილებებია დაგეგმილი. სიახლე ძალაში 2018 წლის პირველი სექტებრიდან შევა. რეგულაციების თანახმად, მეწარმეები ვალდებულები იქნებიან პროდუქციის შემადგენლობის, საკვები ღირებულებებისა და შენახვის პირობების შესახებ სრული ინფორმაცია ეტიკეტზე განათავსონ. ბიზნესსექტორი დაგეგმილ სიახლეს მიესალმება. მათი განმარტებით, მთავრობის 301-ე დადგენილებაში შესული ცვლილებები მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დაცვის გარანტი იქნება.