სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ჩართულობით, საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა. საერთაშორისო პროფესიული დღესასწაულის წლევანდელი გზავნილია "ვეტერინარის როლი საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად და სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ვეტერინარის როლის ზრდას ითვალისწინებს. ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.