სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის ბაზარში რამდენიმე სექციას საწარმოოს პროცესი შეუჩერა. სააგენტოს განცხადებით, ამის მიზეზი შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევები, მათ შორის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, მაცივრის გაუმართაობა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გახდა. თელავის ბაზრის სექციებმა სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი მითითებები მიიღეს, რომლის შესრულების შემდეგ მათ საწარმოო პროცესი აღუდგებათ.