სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების საკვები ბლოკების შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 24 დარღვევა გამოავლინა. უწყების ცნობით, 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არც ერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.