საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით ამოქმედებული ახალი რეგულაციის აღსრულებაზე ზედამხედველობა აქტიურად მიმდინარეობს.
რეგულაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ბრძანების ამოქმედებიდან, სააგენტოს ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ითვალისწინებს სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს დამაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო მათ მადლობას უხდის.