პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა.
როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავრობა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების ყველა შესაძლებლობა აღმოიფხვრას. მისივე ინფორმაციით ყველა ობიექტს რომელსაც სურს განაგრძოს ფუნქციორება და საბითუმო რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს საკუთარი სერვისი ვალდებული იქნება სპციალური პროტოკოლი და რეგლამენტი დაიცვას.