შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 59 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა კი 15 ბიზნესოპერატორს შეუჩერა , მათ შორის: აგრარულ ბაზარს, საშაურმეს, წისქვილს, პურისა და პურფუნთუშეულის, საკონდიტროს, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 207 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 58 ბიზნესოპერატორი.