19:57
23 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირებმა ქვემო ქართლის რეგიონში ცხოველთა სასაკლაოები შეამოწმეს
12-09-2019

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე თვეში ცხოველთა სასაკლაოები ქვემო ქართლის რეგიონში შეამოწმეს. ინსპექტირებისას 4 ობიექტზე (შპს "ანგელი", შპს "ალალი 2015", შპს "ფენიქს მით ენდ ფოლთრი", ი/მ ხაიალ ქარიმოვი) აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ორ სასაკლაოს - შპს "ანგელს" და ი/მ ხაიალ ქარიმოვს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა. ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებში კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. წელს 290 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, რის შედეგადაც 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

იმისათვის, რომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ხორცი და ხორცპროდუქტები უვნებელი იყოს, აუცილებელია ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოები აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენული მდგომარეობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და დარღვევების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას. სინქრონი: ვასილ ბასილაძე - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე

AutoPlay
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გია ვოლსკი - თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დავით ნარმანიას ინფორმაციით, გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დღეს ნიუ-იორკში გაეროს კლიმატის სამიტი იმართება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მოსამართლეების ყიდვასთან დაკავშირებით თქვენი განცხადება შეურაცხმყოფელია - თამარ ალანიას პასუხი რომან გოცირიძის კრიტიკულ კითხვაზე
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
თამარ ალანია ლევან კობერიძეს - მელიორაციამდე არ დადის ჩემი საქმიანობა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები