17:47
12 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ფაროსანას ჭამით ფრინველის ხორცს სუნი არ უჩნდება, თუმცა, სასურველია ინდაურმა და ქათამმა ის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე არ ჭამონ"
30-10-2017

„სურსათის ეროვნული სააგენტო“ მოსახლეობას ურჩევს, რომ დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა ფაროსანა არ ჭამოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, მსგავსი შემთხვევა, რომ ფაროსანას ჭამის შემდეგ სპეციფიური სუნი ჰქონოდა დაკლული ინდაურის ან ქათმის ხორცს, არ ყოფილა, თუმცა რაიმე მითქმა-მოთქმა რომ არ გამოიწვიოს საკითხმა, ფრინველის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე სასურველია, მათ არ ჭამონ ფაროსანა.

„ფრინველები მიირთმევენ მწერებს იმიტომ, რომ მწერები იგივე პროტეინებია. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების დროს ინდაურებს და ქათმებს უშვებენ კალიებთან საბრძოლველად. იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამენ, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაროსანა იგივე ცილაა, რასაც მექსიკაში ადამიანები საჭმელშიც ურევენ და მიირთმევენ. თუ ავიღებთ ღორს, ის უარეს რაღაცებს ჭამს, მაგრამ მისი ხორცი არავის დაუწუნებია. არც ერთი მასალა არ არსებობს იმაზე, რომ ფაროსანა შეეჭამოს ინდაურს ან ქათამს და რაიმე სუნი ჰქონოდეს მათ ხორცს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა რომ არ ჭამოს ფაროსანა უკეთესი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ინტერნეტში ვრცელდება მასალა, სადაც ინდაურები და ქათმები ფაროსნებს ჭამენ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ფრინველის ხორცს სპეციფიური სუნი აქვს, ასევე შიშობენ, რომ ხორცი შესაძლოა მომწამვლელიც იყოს.

AutoPlay
რუსთავის "ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
აიშვარია რაის, მის შვილსა და მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსთავში ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთში ბიოსაწვავის ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ პატრიარქია - მეუფე შიო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"ჩაკეტილი ტიპი იყო, არავისთან კონტაქტი არ ქონდა" - თბილისში, მუხიანში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
Nini
31-10-2017
Ara aqvs gemo magram sasurvelia 10 dge ar chamon parosanao.(recepti) kai xalxo azri gamoitanet raime...arc ho arc ara vai me...
111
31-10-2017
მაგარი რჩევებია, რა უნდა გვირჩიონ ამ თაღლითებმა როცა თითქმის ყველა პროდუქტი უხარისხოა,
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები