სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ ღამის 03:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე თქმით, ცოლ-ქმარი საშუალო ასაკის არიან და 3 შვილი ჰყავთ.
სურამის მცხოვრებლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ქმარი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.