სურამში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.