7 თებერვალს, ფლორიდაში, ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი, ე.წ. Super Bowl გაიმართა რომელიც დიდი ხანია გასცდა სპორტული მოვლენის სტატუსს და ის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებად იქცა, ამის მიზეზი კი, ის გრანდიუზული მუსიკალური შოუა, რომელიც მატჩის ტაიმებს შორის იმართება.
ყველაფერი 1993 წელს დაიწყო, როდესაც მაიკლ ჯექსონმა Super Bowl-ის ცერემონიაზე დაუვიწყარი ნომერი შეასრულა. მას შემდეგ, დაჯილდოებაზე სულ უფრო მეტი ცნობილი სახე და მომღერალი ვიხილეთ. ჯასთინ თიმბერლეიქი, ლედი გაგა, ბიონსე და პრინცი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ვარსკვლავებისა, რომლებმაც Super Bowl-ი შთამბეჭდავი გახადეს. გამონაკლისი არც 2021 წელი იყო და ცნობილმა მომღერლებმა შეუდარებელი პერფორმანსი შემოგვთავაზეს.
Super Bowl-ის ვარსკვლავური სცენა მაილი საირუსმა გახსნა. მაილიმ პერფორმანსი ბილი აიდოლთან ერთად შეასრულა.
მაილიმ ასევე ბრიტნი სპირსის მხარდასაჭერად "ჩვენ გვიყვარს ბრიტნი", გააჟღერა ჰიტის Party in the USA შესრულებისას.
მომღერალი The Weeknd 2021 წლის შოუს მთავარი ვარსკვლავი იყო. მისი პერფორმანსს Youtube-ზე 5 საათში 4 მილიონი ნახვა ჰქონდა . ჯგუფმა Super Bowl-ის მუსიკალური შოუების ხანგრძლივი ტრადიცია დაარღვია და აუდიტორიის გასართობად შექმნილი სანახაობრივი ნომრების მაგივრად, დიდი პერფორმანსი წარუდგინა, რომელიც საკუთარ ამბავს ყვებოდა. ეს იყო ისტორია მისი, როგორც არტისტის მოღვაწეობის, კარიერის დაწყების მომენტიდან დღემდე. სცენის დეკორაცია ლას ვეგასის იმიტაციას ქმნიდა, რომლის ესთეტიკაც არტისტის ბოლო მუსიკალურ ვიდეოებში დომინირებს.
შოუზე ნაციონალური ჰიმნი რომელის ყოველთვის ყველაზე საპასუხისმგებლოა წლევანდელ შოუზე ჯაზმინმა და ერიკმა შთამბეჭდავად შეასრულეს.
გამომსვლელებს შორის იყო შეუდარებელი ალიშა ქისიც რომელმაც სიმღერა Lift Every Voice and Sing შეასრულა, რომელიც ფერადკანიანთა ნაციონალურ ჰიმნად ითვლება.
2021 წლის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ვარსკვლავი, პოეტი ამანდა გორმენი სიტყვით წარსდგა და კიდევ ერთი გულისამაჩუყებელი პერფორმანსი შემოგვთავაზა.