საბურთალოს რაიონში, ნაპოვნი დანაწევრებული ცხედარი ერთ-ერთი სახლის სარდაფში სავარაუდოდ 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი ამავე ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, სადაც ისინი ხშირად სვამდნენ. მეზობლებმა პოლიციაში მას შემდეგ განაცხადეს, რაც უცნაურმა სუნმა შეაწუხა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.