ავსტრიის ქალაქ ლინცში სუნამოების ქურდობის ფაქტზე საქართველოს 37 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.„ლინცის ერთ-ერთ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეები უჩვეულო სანახაობის თვითმხილველები გახდნენ. ქუჩაში 37 წლის მამაკაცი მირბოდა, რომელსაც ქალი მისდევდა. მდევნელის ჩამოშორების მიზნით მამაკაცმა მას ზურგჩანთიდან სუნამოს რამდენიმე შეფუთვა ესროლა. თუმცა სხვა გამვლელების ჩარევის შემდეგ, მამაკაცი მაინც დააკავეს და პოლიციას გადასცეს“, - წერს გამოცემა Heute.მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქემ ზურგჩანთაში სუნამოები ჩააწყო, რაც მაღაზიის თანამშრომელმა შეამჩნია.საქართველოს მოქალაქე დაკავებულია, ის ლინცის ციხეში გადაიყვანეს.