იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს, 24 დეკემბერს, 2020 წლის პირველი ბანძუკე იგივე - რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რიკიშები მომავალი წლის პირველ ბაშოზე იასპარეზებენ. როგორც ველოდით, დაქვეითებული ვიხილეთ ჩვენი ექსოძეკი, ტოჩინოშინი, რომელმაც წინა ბაშოზე ნეკნი გაიტეხა და ნაადრევად (მე-5 დღიდან) მოუწია ტურნირიდან ჩახსნა, მაშინ, როცა ბალანსი 2-2 ჰქონდა. შესაბამისად, გამოტოვებული ბრძოლების გამო საბოლოოდ 2-13 დაუფიქსირდა გორგაძეს და დასავლეთ სეკივაკეს რანგიდან დასავლეთის მე-6 მაეგაშირას პოზიციაზე აღმოჩნდა. ეს კი 8 საფეხურით უფრო დაბალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ უახლოესი ჰაცუ ბაშო 12 იანვრიდან აიღებს სტარტს.