ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარემ, სულხან სალაძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, მთავარია საზოგადოების დაკვეთა, რომ უნდა შეიცვალოს მინისტრი და დატოვოს პოსტი. როგორც მან "პალიტრანიუსს" განუცხადა, რაც უფრო გვიან აღიქვამს მმართველი პარტია, რომ გახარიას გადადგომა არის ლეგიტიმური მოთხოვნა, მით უფრო ძვირის გადახდა მოუწევს მას.