სულ მალე არაერთი რესტორნის ადგილას, სუპერმარკეტები დაგხვდებათ - გასტრონომიის ასოციაცია - Palitra News

სულ მალე არაერთი რესტორნის ადგილას, სუპერმარკეტები დაგხვდებათ - გასტრონომიის ასოციაცია

2021-03-09 08:26:38+04:00

ნაწილობრივი გახსნის შემდეგ, რესტორნების ნაწილი ბაზარს ტოვებს. გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პროცესი შეუქცევადია და ბევრი ბიზნესი უბრალოდ, არ აღიარებს გაკოტრებას და ბაზრის დატოვებას აჭიანურებს.

მისი ცნობით, რეგულაციების გამო, რომლებიც გვქონდა და გვაქვს, ლიკვიდაციის და გაკოტრების რეჟიმში გადავიდა კვების სექტორის 39%. ეს არის გასტრონიმიის ასოციაციის კვლევის საფუძველზე დაყრდნობით.

ქსელებს, რომლებსაც ჰქონდათ პატარა კვების ობიექტები, სადაც ადამიანები ძირითადად საუზმობდნენ ან ლანჩისთვის მიდიოდნენ, უბრალოდ არ უღირთ, რომ გახსნან. ამ ყველაფრის გამო კვების დაწესებულებების ლიკვიდაცია ახლა დაიწყო და გაგრძელდება. როგორც გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია და სულ მალე, პატარა კაფეების ადგილას მაღაზიათა ქსელები განთავსდება.