სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს სულ მცირე ოთხი დემონსტრანტი დაიღუპა, ასევე დაღუპულია ერთი სამართდალდამცველი. მოსახლეობის ნაწილი სამხედრო საბჭოს შენობასთან იყო შეკრებილი, როდესაც სროლის ხმა გაისმა. დემონსტრანტები მომხდარში სამხედროებს ადანაშაულებენ, შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ ჯერ არ არის დადგენილი თუ ვინ გაისროლა აქციაზე.
შეგახსენებთ, სუდანს გარდამავალი სამხედრო საბჭო მართავს მას შემდეგ რაც გასულ თვეს პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გადააყენეს. მოსახლეობა კი სამხედრო საბჭოს მმართველობის წინააღმდეგ გამოდის და დემოკრატიულ მთავრობას ითხოვს. ისინი 6 აპრილის შემდეგ სამხედრო საბჭოს შენობასთნ არიან შეკრებილები