სუდანის მმართველმა სამხედრო საბჭომ და ოპოზიციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ძალაუფლებას და მმართველობას გადაინაწილებენ. მხარებს შორის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნად. ბიბისის ცნობით, ეს ისტორიული მომენტია ქვეყნის ისტორიაში, ვინაიდან მხარეებს შორის შეთანხმება საბოლოოდ სუდანში სამოქალაქო მმართველობის დაწყებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, სუდანს სამხედრო საბჭო აპრილის შემდეგ მართავს, სწორედ აპრილში მათ პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან გადააყენეს. მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე დემოკრატიული მთავრობის მოთხოვნით გამოდიოდა. ოპოზიციასა და სამხედრო საბჭოს შეთანხმების თანახმად კი ისინი ქვეყანას მომავალ არჩევნებამდე ერთობლივად მართავენ.