სუდანის სამხედრო საბჭო მოსახლეობას ბარიკადების დატოვებისაკენ მოუწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ მოსახლეობამ საპროტეტო აქციები უნდა შეწყვიტოს და სამართალდამცავებს საშუალება მისცენ ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში აღმართული ბარეკადები დაშალონ.
სამხედრო საბჭომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწია 3-წლიანი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის შემდეგაც ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სუდანს ომარ ალ-ბაშირი 30 წლის განმავლობაში მართავდა. რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ის მიმდინარე წლის 11 აპრილს გადადგა, რის შედეგადაც ძალაუფლება ხელში სამხედრო საბჭომ აიღო.
აღსანიშნავია, რომ მოსახლოებას არ სურდა დიქტატორული მმართველობა ამჯერად სამხედრო საბჭოს მიერ გაგარძელებულიყო და საპროტესტო აქციები გააგრძელეს.