სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ არაბულ ტელევიზიას ქვეყნის პროვინციის ჩრდილოეთ დარფურის მინისტრმა ადელ ჰუსეინმა განუცხადა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად სუდანში კონსულტაციები მიმდინარეობს ხელისუფლების სამხედროებისთვის გადაცემის თაობაზე. საინფორმაციო სააგენტოებს Associated Press-სა და Reuters-ს სუდანის მთავრობაში წყაროებმა ასევე დაუდასტურეს სუდანის პრეზიდენტის გადადგომა. სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. სამხედროებს ბლოკირებული აქვთ სამთავრობო უწყებები. აქციები თავიდან პურზე ფასის დაკლების მოთხოვნით დაიწყო, ხოლო შემდგომში კი ომარ ალ-ბაშირის პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის ლოზუნგებში გადაიზარდა. ომარ ალ-ბაშირი სუდანის სათავეში ბოლო 30 წელი იმყოფება.