სუდანის დედაქალაქ ხარტუმში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობა სამხედრო საბჭოს მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათს არ დაემორჩილა და მთელი ღამე ქუჩაში გაატარა.
დემონსტრანტები პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადომას და დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდა. სამხედრო საბჭომ პრეზიდენტი გადააყენა და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, თუმცა, მოსახლოებამ სამხედრო საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის რეჟიმის ნაწილად მიიჩნევს. ამიტომაც პროტესტს განაგრძობს.
დემონსტრანტებსა და არმიას შორის შეირაღებული კონფრონტაციის საფრთხე არსებობს. გაერო და აფრიკის კავშირი სუდანში დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გუშინ გადააყენეს და დააკავეს. 75 წლის ლიდერი სუდანს 30 წლის განმავლობაში მართავდა.