კორონავირუსის გამო გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის ფონზე, საქართველოს მთავრობამ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხა სუბსიდიაა, რომლითაც სახელმწიფოს კონკრეტულ ცხრა სასურსათო პროდუქტზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდა უნდა დაეზღვია.
მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდიის მიუხედავად აპრშილში აღნიშნული 9 პროდუქტიდან უმეტესობაზე ფასები მაინც გაიზარდა. უფრო კონკრეტულად აპრილში წინა თვესთან შედარებით შაქარის ფასი 10 პროცენტით გაიზარდა, ამასთანავე 8.2 პროცენტით გაიზარდა ხემლი ლობიოს ფასი, წიწიბურა გაძვირდა 6.96 პროცენტით, მაკარონი და მაკარონის ნაწარმი კი 5.73 პროცენტით. საქსტატის მონაცემებით გაძვირდა ასევე ხორბლის ფქვილი 4.83 პროცენტით და ბრინჯი 4.4 პროცენტით.
იმ ფონზე, როცა მსოფლიოს მასშტაბით სურსათზე ფასები მცირდება და ამასთან, საქართველოს მთავრობა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების დასაჭერად საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს,სურსათზე ფასები მაინც გაიზარდა. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა, რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მხრიდან 9 პროდუქტზე ფასების დაზღვევის პოლიტიკა.
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ განხორიცელებული სუბსიდირების პროგრამა ბიუროკრატიული პროცესების გამო არაეფექტურია. მისივე თქმით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი მიწოების ჯაჭვის დარღვევაა, რამაც თავის მხრივ ბაზარზე პროდუქტის რეალიზება შეაჩერა.