სახელმწიფო უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების სუბსიდირებას გეგმავს. მთავრობის ინიციატივით, 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული იპოთეკური სესხების ლარში გადატანა მოხდება, რა დროსაც, არსებულ კურსს 20 პუნქტი გამოაკლდება.
ექსპერტთა ნაწილი სესხების სუბსიდირებას ნეგატიურად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ფინანსურ ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ სესხების სუბსიდირებით ბევრი ადამიანი ისარგებლებს. გივი ადეიშვილის განმარტებით გადასახსადის გადამხდელთა ხარჯზე სუბსიდირება გაუმართლებელია. კოლეგების მოსაზრებას არ იზიარებს ეკონომისტი ლევან კალანდაძე.