უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ოპონენტებს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, მართლაც სურთ თუ არა მანდატების შეწყვეტა.როგორც სუბარი აცხადებს, როგორც კი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის დღე მოახლოვდება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თხოვნას აყოლებენ, არ შეგვიწყვიტოთო.
სუბარი ასევე პასუხობს კითხვას, ხომ არ იქნება მანდატების არშეწყვეტა კანონთან წინააღმდეგობაში და აცხადებს, რომ თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში ეწერებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო.
ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.
„თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში ეწერებოდა, რომ ადამიანს, რომელიც მოითხოვს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო,“ - განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ