დენტების პროტესტი ილიაუნიში - "ძალა სტუდენტებშია" - ამ სლოგანით ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი 25 ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტესტებენ და მათ დაბრუნებას ითხოვენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ ლექტორები უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ბიზნეს-სკოლის დეკანის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით მათ უნივერსიტეტის რექტყორი შეხვდა, თუმცა აუდიენცია უშედეგოდ დასრულდა. სტუდენტების თქმით, რექტორი გიგა ზედანია არ იზიარებს მათ პრეტენზიებსა და მოთხოვნებს. გიგა ზედანია ამბობს რომ მთავარი მოტივი, თუ რატომ არ გაუგრძელდათ ლექტორებს ხელშეკრულებები ის არის, რომ სხვა კერძო უნივერსიტეტების პროფესორები გახდნენ. სტუდენტები კი აქციების გაგრძელებას გეგტმავენ მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.