10:06
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სტუდენტები რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლებენ
22-08-2019

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტებისთვის შეღავათიანი სამგზავრო ტარიფის დაწესებას რუსთავის მერია არ დათანხმდა. ამის შესახებ "რუსთავის სტუდენტურ ასოციაციაში" აცხადებენ.

როგორც ასოციაციაში განმარტეს, "სტუდენტური სამგზავრო ტარიფის შემოღებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს". რუსთავის მერიაში კი განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათთვის სტუდენტური ტარიფის დაწესებაზე ინფორმაცია არ მიუწვდიათ. მათივე თქმით, "მოლაპარაკება იქნება, ჯერჯერობით კი არაფრის თქმა შეუძლიათ".

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოდან, რუსთავი - თბილისის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური, 11 მარშრუტიდან 6 მარშრუტზე, 30 თეთრით გაიზარდა და ლარი და 80 თეთრი გახდა. "რუსთავის სტუდენტური ასოციაცია" კი მერიისგან სტუდენტებისთვის ფასის სხვაობის სუბსიდირებას ითხოვდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები