სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული გამოცდების ჩაბარების საშუალება მიეცეს. სტუდენტური ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს, აბიტურიენტს გამოცდების ჩაბარების საშუალება გამოჯანმრთელების შემდეგ მიეცეს.
სტუდენტური ომბუდსმენის წევრის სალომე მაისურაძის განცხადებით, ისინი სამინისტროს კონკრეტული პასუხის გაცემისთვის ერთი დღის ვადას აძლევენ, წინააღდეგ შემთხვევაში სტუდენტური ომბუდსმენი აქციებს აანონსებს.