ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან სწრაფ ტესტებს სახელმწიფო დღეს ელოდება და პირველ რიგში, მათი საშუალებით მარნეულში მოსახლეობის გამოკვლევა მოხდება. მინისტრი ამბობს, რომ სწრაფი ტესტირება რეგიონში ეპიდემიის სწრაფად გავრცელების შეკავების შესაძლებლობას მისცემთ. მისივე თქმით, სწრაფი ტესტების გამოყენებას კომერციული მიზნით სახელმწიფო ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისთვის განკუთვნილი ტესტები 4 ეტაპად შემოვა.