ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ამირან გამყრელიძემ სწრაფ ტესტებზე ისაუბრეს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სწრაფი ტესტების გამოყენება, დღეს, კორონავირუსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის, არ არის რეკომენდირებული. მისივე თქმით, დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, მხოლოდ და მხოლოდ, PCR ტესტი, ე.წ მოლეკულური ტექნოლოგია.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით კი, ტესტების შეძენისას სამინისტრო სარგებლობს რამდენიმე ფაქტორით. მისივე განმარტებით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ტესტი იყოს რეგისტრირებული ქვეყანაში. გაბუნიამ ამასთანავე აღნიშნა, რომ გარკვეული რისკები ყოველთვის არის, იქიდან გამომდინარე, რომ ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა არ არის 100%-იანი.