20:18
18 ივლისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
სწრაფი კვების ახალი საფრთხე - მისგან მიყენებული ზიანი პრაქტიკულად აუნაზღაურებელია
08-07-2019

ავსტრალიის ნაციონალური უნივერისტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ სწრაფი კვება ხელს უწყობს ტვინის ნაადრევ დაბერებას.
არაჯანსაღი კვება და ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვაზე უარის თქმა მეორე ტიპის დიაბეტის და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების რისკებს ზრდის, რამაც თავის მხრივ, შეიძლება დემენცია და ტვინის ატროფია გამოიწვიოს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, სწრაფი კვებისგან გამოწვეული ზიანი პრაქტიკულად აუნაზღაურებელია, როდესაც ადამიანი შუა ხნის ასაკს აღწევს.

მეცნიერების განმარტებით, ტვინის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალება ჯანსაღი კვებაა. სპეციალისტების რჩევაა რაციონიდან ისეთი საკვების ამოღება, როგორიცაა ჰამბურგერი და კარტოფილი ფრი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები