ამერიკელმა მეცნიერებმა სტრეპტოკოკებს კრიტიკული მგრძნობელობა აღმოუჩინეს. მისი წყალობით შესაძლებელი გახდება ახალი კლასის ანტიბიოტიკების შექმნა, რომლებიც მეცნიერთა აზრით, კაცობრიობას სამუდამოდ იხსნის პნევმონიისგან. აღმოჩენილი მგრძნობელობა სპეციფიკურია სტრეპტოკოკისთვის და ადამიანის მეტაბოლიზმს არ შეეხება. ახალი ანტიბიოტიკი მედიცინაში ფართოდ გამოყენებას ჰპოვებს და სრულიად უვნებელი იქნება. -სტრეპტოკოკი საკმაოდაა გავრცელებული და მრავალ დაავადებას, მათ შორის მენინგიტის ზოგიერთ ფორმასაც იწვევს.