“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და სერგი ჩიხლაძემ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და კორონავირუსის მიერ გამოწვეულ კოლაფსზე ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი ლარის მდგომარეობა საგანგაშოა და ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა. სერგი ჩიხლაძე სახელმწიფოს პანდემიასთან ბრძოლის არაეფექტურ მეთოდებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კორონავირუსთან გამკლავებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს სახელმწიფო, თუ ვირუსი დროულად გამოვლინდება და მკურნალობაც დროულად მოხდება.