„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართეს. ახალგაზრდული ფრთის წევრები, შარლ მიშელს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართულობას სთხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე უარი თქვა. ორგანიზაციის წევრები აპირებენ, წერილი მიწერონ შარლ მიშელს და მიმართონ თხოვნით, რომ მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, მოახდინოს დროული რეაგირება და გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმი, რაც აიძულებს ხელისუფლებას შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.