ახალმა საქართველომ კამპანიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზენტაცია გამართა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, სტრატეგია "აღმაშენებელი" არის შეთავაზება საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ აღმშენებლობის იდეის გარშემო მოხდეს გაერთიანება. მისივე განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ შეიძლება გლობალური სიკეთეების საქართველოში გადმოტანა და მძლავრი განვითარების დაწყება. ახალი საქართველოს ლიდერი განმარტავს, რომ დავით აღმაშენებელის ეპოქა არის ის მაგალითი, თუ როგორ დაიმკვიდრა საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია. კამპანიის პრეზენტაციას ექსპერტები და პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.